სუარესი “ბარსელონას” ბომბარდირთა სიაში მეოთხეა

0
41

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა.

სამხრეთამერიკელმა ლა ლიგის მეცხრე ტურში “ეიბართან” სტუმრად მოგებულ (3:0) დაპირისპირებაში ერთი გოლი გაიტანა, “ბლაუგრანას” რიგებში 184-ჯერ გამოიჩინა თავი და ხოსეპ სამიტიერს გაუთანაბრდა, რომელიც “ბარსელონაში 1919-1932 წლებში თამაშობდა. ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ლიონელ მესია (605), მეორე ადგილზე სესარ როდრიგესია (232), ხოლო მესამეზე – ლადისლავ კუბალა (194).

სუარესი “ბარსელონაში” 2014 წელს “ლივერპულიდან” გადავიდა. აღნიშნული 184 გოლი სამხრეთამერიკელმა 256 მატჩში გაიტანა.