19-წლამდელები ჯგუფს ლიდერობენ

0
37

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა ევროშესარჩევ ჯგუფში და პირველ ტურში უნგრეთის 4:2 დამარცხების შემდეგ რამაზ სვანაძის შეგირდებმა მეორე გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენი გუნდი გუნდი 6 ქულით ლიდერობს ჯგუფს და ელიტ-რაუნდში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვს.

უნგრეთთან მოგების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ყაზახეთსაც აჯობა – 3:1. მატჩის გმირი გიორგი იაკობიძე გამოდგა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ერთი გოლი კი ზურიკო დავითაშვილმა პენალტით გაიტანა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან დარჩა. ეს მატჩი 15 ოქტომბერს გაიმართება.

კუტალაძე, კაპანაძე (აწყურელი 85), გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, გულიაშვილი, მექვაბიშვილი (გაგნიძე 79), დავითაშვილი, აზაროვი (ჭავჭანიძე 85), იაკობიძე (გაგუა 79), მოისწრაფიშვილი (მესიაჩენკო 61).