21-წლამდელები შვეიცარიაში დამარცხდნენ

0
38

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა  ევროშესარჩევი ციკლის მესამე ტურის მატჩი შვეიცარიაში გამართა, სადაც 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, ორივე გუნდი უტევდა, თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა. ანგარიში მეორე ტაიმში მასპინძლებმა გახსნეს, 57-ე წუთზე თავი ვარგასმა გამოიჩინა. გია ცეცაძის გუნდმა ანგარიში 4 წუთში გაათანაბრა, გიორგი არაბიძემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

დარჩენილ დროში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, 83-ე წუთზე მასპინძლების მორიგი შეტევა მვულა ლოტომბამ ზუსტი დარტყმით ლუკა გუგეშაშვილის კარში გადაგზავნა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

გია ცეცაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: გუგეშაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, მალი, სილაგაძე (ნებიერიძე 86′), ნინუა (კოხრეიძე 86′), კუცია, არაბიძე, არველაძე (ბუღრიძე 86′), ქავთარაძე (სპანდერაშვილი 75′)

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.