“ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც 21-ე საუკუნეში ზედიზედ 16 წლის განმავლობაში გოლი გააქვს.
მესიმ ლა ლიგის ახალ სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. “ბარსამ” “სევილია” 4:0 გაანადგურა. არგენტინელმა მეოთხე გოლი 78-ე წუთზე საჯარიმო ხაზიდან გაიტანა.
მესიმ თავი ესპანეთის ჩემპიონატში პირველად 2004/05 წლების სეზონში გამოიჩინა. სულ ლეოს ლა ლიგაში 455 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 420 გოლი გაუტანია.