მაურიციო სარი: ,,ლიდერობა მთავარი არა, მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვითამაშეთ”

0
45

ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ,,ინტერთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ის ფაქტი, რომ ჩვენ პირველ პოზიციაზე გადავედით, პრაქტიკულად, არაფერს არ ნიშნავს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვითამაშეთ გუნდთან, რომელსაც აქამდე ყველა მატჩი მოგებული ჰქონდა.
ვფიქრობ, გუნდმა პასებით თამაშში ნაბიჯი გადადგა. უფრო ეფექტურად უნდა შევუტიოთ და მეტოქის შეტევები ჩავშალოთ, რათა მოწინააღმდეგის ნახევარზე მეტი დრო გავატაროთ. ვიცი, რომ წინსვლა შეგვიძლია. ეს თანმიმდევრული პროცესია, რომელიც უკვე დაწყებულია. გუნდში ძლიერი ფეხბურთელები გვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს იმ შემთხვევაშიც ვაღწევთ, თუ შესაძლებლობების 100%-ს არ ვიყენებთ”, – სარის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.
იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურში ,,ინტერმა” ,,იუვენტუსს” უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. ,,ნერაძურიმ” ზედიზედ 6 მოგების შემდეგ ჩემპიონატში პირველი შეხვედრა დათმო.