წარმატებული გამოდგა ზურიკო დავითაშვილისთვის რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტური – ქართველი ლეგიონერების “რუბინმა” “ტამბოვი” 2:1 დაამარცხა. “რუბინის” რიგებიდან მეორე გოლი ტრავმამოშუშებულმა დავითაშვილმა გაიტანა. ქართველმა ლეგიონერმა სადებიუტო გოლით “რუბინის” უპირატესობა ორამდე 32-ე წუთზე გაზარდა.
სადებიუტო გოლისა და წარმატებული შეხვედრის შემდეგ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ზურიკო დავითაშვილი დასახელდა.
ტურის მიწურულს დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურშიც შეიყვანეს.