კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, ანგისას ბაზაზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა “დინამომ”, თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე – 56-ე წუთზე ჯოვინოს დარტყმული გიორგი პაპავას ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც თვითონ ბრაზილიელმავე გაიტანა და მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი მიითვალა.
თბილისელებს მთელი მატჩი კარში არ ჰქონდათ დარტყმული, თუმცა გიორგი ზარიას ნაცვლად 79-ე წუთზე შემოსული გიორგი მჭედლიძეს ბურთთან პირველივე შეხება 83-ე წუთზე გოლით დასრულდა! “დინამოს” ახალწვეულმა კაპლიენკოს პასით გაიტანა.
დარჩენილ დროში ბათუმელები სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. შეხვედრას მარსელ ბირსანის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა.
ჩემპიონატის ფინიშამდე ექვსი ტურით ადრე ბათუმელები და თბილისელები 62-62 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, 57 ქულით მესამეა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო’.
