პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ბოლო ათწლეულის საუკეთესო თერთმეტეული შემოგვთავაზა, რომელშიც პირენეს ნახევარკუნძულს მიღმა მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელი, 20 წლის ფრანგი შემტევი კილიან მბაპე მოხვდა. დანი ალვეშმა კარიერის უდიდესი ნაწილი “ბარსელონაში” გაატარა, ხოლო იკერ კასილასმა, მარსელომ და კრიშტიანუ რონალდუმ – “რეალში”.
ათწლეულის საუკეთესო თერთმეტეული AS-ის ვერსიით:
მეკარე: იკერ კასილასი;
მცველები: დანი ალვეში; სერხიო რამოსი, ჟერარ პიკე, მარსელო;
ნახევარმცველები: ჩავი, ანდრეს ინიესტა, ლუკა მოდრიჩი;
თავდამსხმელები: კილიან მბაპე, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი.