მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ლონდონის „ჩელსი“ პარიზის პსჟ-ის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის ყიდვას შეეცდება, – იუწყება გამოცემა El Desmarque. წყაროს ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა პარიზულ კლუბს საუკეთესო ფინანსურ წინადადებას შესთავაზებს.
„ჩელსი“ ნეიმარში 300 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში ხელფასის სახით 42 მილიონს შესთავაზებს, რითაც ბრაზილიელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ გახდის.
