ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა. ფრანგებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ავსტრალიას 67:59 მოუგეს და ისტორიაში მუნდიალის ბრინჯაოს მედლებს მეორედ დაეუფლნენ.
საფრანგეთის ნაკრების რიგებში საუკეთესოები ნანდო დე კოლო (19 ქულა, სამი პასი, ორ-ორი მოხსნა და ჩაჭრა) და ევან ფურნიე (16 ქულა, ხუთი მოხსნა) იყვნენ.
ავსტრალიელთა შემადგენლობაში ჯო ინგლესი გამოირჩა. “იუტა ჯაზის” ფორვარდს 17 ქულა, ხუთი მოხსნა და სამი პასი ჰქონდა. პატი მილზი კი 15 ქულით გამოირჩა.