საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირის, ტოპ 14-ის წლევანდელმა სეზონმა აიღო სტარტი.
პირველ ტურში, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ ორი ლელო დადო და გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.
გორგოძის კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
მთავარი ნიუსი მამუკა გორგოძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში