უნგრეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძის დებიუტი წარმატებული გამოვიდა, ”მეზოკოვეშდიმ” შინ ”ზალაეგერსეგი” ბუდუ ზივზივაძის გოლით დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, ვარდნაში ეფექტური გოლი შეაგდო.
ქართველმა ლეგიონერმა უნგრულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გასული თვის დასაწყისში გააფორმა. ზივზივაძის გადაბირებით უნგრული კლუბის გარდა გრაცის ”შტურმი” იყო დაინტერესებული.
ზივზივაძეს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. გარდა ამისა ეროვნულ გუნდში 4 მატჩი ჩაატარა.
