,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, ნეიმარს, პარიზული კლუბის დატოვება სურს, ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პსჟ-ს ბოლო მცდელობა ფეხბურთელის კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნების შესახებ წარუმატებელი გამოდგა. გუნდის სპორტული დირექტორი, ლეონარდო ნეიმართან სასაუბროდ ჩინეთში ჩავიდა, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ ,,ბარსელონაში” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაბრუნდება.
რამდენიმე დღის წინ, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ პარიზული გუნდი მზადაა, ნეიმარს 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,,პსჟ-ს” მთელი თანხის მიღება სურს და ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვაზე თანახმა არაა.
ნეიმარი ,,პარი სენ ჟერმენში” 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ლიგა 1-ში პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდამსხმელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.