“სან ხოსეს” ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა კვლავ გამოიჩინა თავი MLS-ის ჩემპიონატში და კვლავ შეიყვანეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
ყაზაიშვილმა სტუმრად “ვანკუვერთან” მოგებულ მატჩშიც (3:1) დალაშქრა მეტოქის კარი და მიმდინარე პირველობაზე მეექვსე გოლი გაიტანა.
უკანასკნელ ხანს ვაკო სისტემატურად ხვდება კვირის სიმბოლურ გუნდში და კლუბის ვებგვერდი აღნიშნავს, რომ მწვრთნელის, მატიას ალმეიდას ხელში პროგრესირებს.