“დილას” ნემსაძე უთავკაცებს

0
71

გორის „დილამ“ ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე და მისი ასისტენტი ლაშა ჭელიძე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე წარადგინა, იუწყება კლუბის პრესსამსახური.
ნემსაძემ, რომელიც მანამდე თბილისის „შევარდენს“ ავარჯიშებდა, გორელთა თავკაცის თანამდებობაზე ივნისში გუნდიდან წასული გიორგი დეკანოსიძე შეცვალა.
მწვრთნელების გარდა, „დილას“ სპორტულმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა ახალწვეულებიც წარადგინა – მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი, მარჯვენა მცველი ალეფ სანტოსი და ნახევარმცველი თენგიზ წიქარიძე.