გოჩა სვანიძის განცხადება

0
51

რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ თიბისის რაგბის სერიების ტესტ-მატჩში, რომელიც 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ გააკეთა შემდეგი განცხადება:

„სამწუხაროდ რუსეთის ნაკრები მატჩის ჩასატარებლად აღარ ჩამოვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის რაგბის ფედერაციამ, მიზეზად დაასახელეს თბილისში მიმდინარე მოვლენები და მოსალოდნელი პროვოკაციების რისკი.

ეს უნდა მივიღოთ როგორც ფაქტი და ჩვენ უკვე ვეძებთ საქართველოს ნაკრებისთვის სანაცვლო მეტოქეს იმისათვის, რომ 27 აგვისტოს შედგეს თამაში. საქართველოში ამ დონის მატჩები ტარდებოდა, ტარდება და ჩატარდება უსაფრთხო, სპორტულ და საზეიმო ვითარებაში.

ამის გარანტი საქართველოს მთავრობაა, რაშიც საქართველოს რაგბის კავშირი ყოველთვის გვერდით უდგას მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. გულშემატკივრებს, ვინც უკვე შეიძინა საქართველო რუსეთის მატჩის ბილეთები, შეუძლია მათი სურვილის მიხედვით ან დაესწრონ სანაცვლო მატჩს, ან თუ ამის სურვილი არ ექნებათ მათ დაუბრუნდებათ ბილეთის საფასური.

საქართველოს ეროვნული ნაკრების სანაცვლო მეტოქის ვინაობა გაირკვევა უახლოეს დღეებში.“