ანტუან გრიზმანი “ბარსელონას” ფეხბურთელია – ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს კატალონური კლუბის ვებგვერდი.
“ბარსამ” ფრანგის სანაცვლოდ მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთის გამოსასყიდი თანხა – 120 მილიონი ევრო გადაუხადა.
გრიზმანმა ახალ კლუბთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და კლუბში 2024 წლამდე დარჩება.