ილიას ზუროსი ჩემპიონთა ლიგაში

0
42

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბერძენი სპეციალისტი, ილიას ზუროსი “პერისტერიში” იმუშავებს. ზუროსი ბერძნულ კლუბში მუშაობას საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან შეთანხმების შემდეგ დათანხმდა. ილიას ზუროსი ათენურ კლუბში საქართველოს ნაკრების პარალელურად იმუშავებს.

“პერისტერისთვის” გასული სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო არსებობის ისტორიაში. კლუბმა ნახევარფინალური სერია “პანათინაიკოსთან” წააგო, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი აეკ-ს მოუგო და საბერძნეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ამ წარმატებამ პერისტერელებს ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა და კლუბი 15-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ევროსარბიელს. კლუბის ხელმძღვანელობას ჩემპიონთა ლიგაში ღირსეულად საასპარეზოდ ძლიერი სპეციალისტის მოძებნა უნდოდა და მოლაპარაკება დაიწყო ილიას ზუროსთან, რომელიც რამდენიმე დღეში წარმატებით დააგვირგვინა.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა ფიბა-ს ორგანიზებულია და მის კალენდარშია ჩასმული. ასე რომ, ილიას ზუროსს საქართველოს ნაკრებში მუშაობაში ხელი არ შეეშლება. თავის მხრივ, ილიას ზუროსი საბერნძნეთს კლუბურ დონეზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ბოლოს ის ბერძნულ კლუბს 2010 წელს წვრთნიდა, როცა “პანელინიოსს” უძღვებოდა. ილიას ზუროსს ძლიან ბევრ კლუბში უმუშავია, რომელთაგან გამოსარჩევია პირეოსის “ოლიმპიაკოსი”, სტამბოლის “ეფესი” და კაუნასის “ჟალგირისი”.