ურუგვაელი სპეციალისტი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს 200-ჯერ უხელმძღვანელა.
მისთვის საიუბილეო შეხვედრა “კოპა ამერიკის” ჯგუფურ ეტაპზე ჩილესთან შედგა, რომელიც ურუგვაელებმა 1:0 მოიგეს.
72 წლის ტაბარესი ურუგვაის ნაკრებს ჯერ 1988-1990 წლებში წვრთნიდა, ხოლო 2006 წლიდან უცვლელად ხელმძღვანელობს.
ურუგვაელი გინესის ორი რეკორდის მფლობელია – პირველი მწვრთნელი, რომელმაც ერთი ქვეყნის ნაკრები სათამაშოდ 200-ჯერ გაიყვანა და ასევე, სპეციალისტი რომელიც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობდა.
