ESPN-ის ინსაიდერმა ედრიან ვოინაროვსკიმ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც კევინ დურანტმა “გოლდენ სტეიტთან” კიდევ ერთი წლით თანამშრომლობის უფლება არ გამოიყენა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ამიერიდან 30 წლის დურანტი შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი გახდება! ახალი სეზონიდან “კეიდის” 31.5 მილიონი დოლარის გამომუშავება შეეძლო.
როგორც მოგეხსენებათ, დურანტმა NBA-ს სუპერფინალებში “ტორონტოს” წინააღმდეგ აქილევსის ტრავმა მიიღო და ერთი წლით უქმობა მოუწევს.
რამდენიმე დღის წინ დურანტმა ოპერაცია გაიკეთა და უკვე არსებული უსიამოვნო ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – კევინი მომდევნო სეზონს გამოტოვებს.
კალათბურთი დურანტმა “გოლდენ სტეიტს” უარი უთხრა და თავისუფალი აგენტი ხდება!