ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიამ ჰოლანდიას 1:0 მოუგო. მატჩის წინ ნიდერლანდელთა ნაკრების მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თქვა, რომ საფრანგეთს, ინგლისს და გერმანიას მოუგეს და არც პორტუგალიის ძლევა იქნებოდა სიურპრიზი. პორტუგალიელთა თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა არ თამაშა თავდამსხმელი ჟოაო ფელიში, რომელმაც წინა შეხვედრაში, შვეიცარიასთან თავი ვერ წარმოაჩინა.
ფორვარდმა რონალდომ ეროვნულ გუნდში 158-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ევროპაში მეხუთე ადგილზე გავიდა. მან ნაკრებში 88 გოლი გაიტანა.
პირველ ტაიმში კრიშტიანოს ორჯერ არ დაანება სილესენმა ანგარიშის გახსნა, მე-60 წუთზე კი გუედეშის შორიდან დარტყმული ვერ მოიგერია და პორტუგალიამ დამსახურებულად გაიმარჯვა.
პორტუგალია ერთა ლიგის გათამაშების პირველი გამარჯვებული გახდა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა ერთა ლიგაზე მონაწილეობით 10.5 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.
რონალდომ კარიერაში 29-ე ტურნირი მოიგო, ნაკრებში მეორე.
პორტუ. “დრაგაო”. 43 199 მაყურებელი
პორტუგალია – ჰოლანდია 1:0
გოლი: გუედეში (60)
პორტუგალია: პატრისიუ, ფონტე, გერეირუ, სემედუ, დიაში, დანილუ, კარვალიუ (ნევეში 90+3), გუედეში (რაფა სილვა 75), ფერნანდეში (მოუტინიო 81), ბერნარდუ სილვა, რონალდო.
ჰილანდია: სილესენი, ბლინდი, ვან დეიკი, დიუმფრისი, დე ლიგტი, ვეინალდუმი, დე რონი (ლ. დე იონგი 81), ფ. დე იონგი, ბაბელი (პრომესი 46), დეპაი, ბერგვეინი (ვან დე ბეეკი 60).