საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა და გურამ კაშიამ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი);
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ მომავალ შეხვედრაზე კომენტარი საბა ლობჟანიძემ და ოთარ კიტეიშვილმა გააკეთეს:
ოთარ კიტეიშვილი: “დანიის ეროვნული ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. საკვალიფიკაციო ეტაპზე ისეთი სტარტი არ გამოუვიდათ როგორსაც ელოდნენ, ორი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვთ.
რაც შეეხება ჩვენს განწყობას, საწყის ორ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ, საკუთარ მოედანზე გიბრალტარი დავამარცხეთ და კარგი თამაში ვაჩვენეთ. გიბრალტარი არც თუ ისე ძლიერი ნაკრებია, მაგრამ მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდში კარგი განწყობაა, დანიის ეროვნული ნაკრები დაუმარცხებელი გუნდი არაა, ჩვენ გარკვეული შანსები გვექნება და იმედი მაქვს დადებით შედეგს ვაჩვენებთ.
საბა ლობჟანიძე: “თელია პარკენზე” რამდენჯერმე მაქვს ნათამაშები და შესაბამისად ეს გარემო ჩემთვის უცხო არაა. დანიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში ფრედ ითამაშეს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ისინი აუცილებლად მოსაგებად გამოვლენ. უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, ჩვენ გვექნება მომენტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ.”
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი
D ჯგუფი
22:45 დანია – საქართველო
22:45 ირლანდია – გიბრალტარი
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის დანია – საქართველოს პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.