“რეალი” სამ ტრანსფერს ამზადებს, მათ შორის აზარიცაა…

0
40

მადრიდის ,,რეალი” 3 ფეხბურთელის გაფორმებასთან ახლოსაა, ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ,,სამეფო გუნდის” ახალწვეულები ლონდონის ,,ჩელსის” შემტევი, ედენ აზარი, ,,ლიონის” მცველი – ფერლანდ მენდი და ,,აინტრახტის” თავდამსხმელი – ლუკა იოვიჩი იქნებიან.
აზარის სატრანსფერო ფასი 120 მილიონი ევროა, იოვიჩის 65-70 მილიონი, მენდის ღირებულება კი ჯერჯერობით უცნობია.
Marca-ს ინფორმაციით, სამივე ტრანსფერი, შესაძლოა, 8 ივლისამდე განხორციელდეს.