გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი გამოდიან, უეფას ევროპა ლიგის მე-3 ტურში შინ ფრანგულ „მარსელს“ 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველები ავსტრიელთა განაცხადში არ იყვნენ, რადგან ტრავმირებულნი არიან.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე დიაკიტემ გაიტანა. „შტურმმა“ მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი მოიგო, მანამდე ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო ერთი წააგო – 4 ქულით 36-გუნდიან ცხრილში მე-19 ადგილზეა.
“შტურმი” ევროპა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს შინ სლოვენიის “ცელიესთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





