ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშება “ლივერპულის” ტრიუმფით დასრულდა! “მერსისაიდელებმა” “ტოტენჰემს” 2:0 სძლიეს და ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეექვსედ მოიგეს.
შეხვედრაში ანგარიში მეორე წუთზე გაიხსნა. მსაჯმა საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც სალაჰმა გოლად აქცია. ალბათ მაინც დამირ სკომინას შეეძლო, რომ პენალტი არ დაენიშნა და მას ამაში არავინ გაამტყუნებდა, თუმცა რაც მოხდა მოხდა.
ამის შემდეგ შეხვედრა “ლივერპულის” კარნახით მიმდნინარეობდა. “ტოტენჰემმა” მხოლოდ მატჩის ბოლო 20 წუთში გამოიღვიძა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა გოლად ვერ აქცია.
საბოლოოდ, ცვლილებაზე შემოსულმა და შეიძლება ითქვას “წითლების” თილისმამ დივოკ ორიჯიმ 87-ე წუთზე ხელსაყრელი მომენტიდან უზუსტესად დაარტყა და ყველაფერი დაასრულა.
იურგენ კლოპმა მესამე ცდაზე მოახერხა და სანუკვარ ჩემპიონთა ლიგას დაეუფლა.
საყურადსაღებო ფაქტები
“ლივერპულმა” ბოლო 7 წელიწადში პირველად მოიგო ტურნირი – უკანასკნელად ინგლისის ლიგის თასზე იმარჯვა.
“ლივერპული” უეფას სუპერთასზე 14 აგვისტოს სტამბულში “ჩელსის” შეხვდება.
“ლივერპულმა” 5 ფინალში გახსნა ანგარიში და ხუთივე მოიგო.
ალისონი ბოლო 9 წელიწადში პირველი მეკარეა, რომელმაც ფინალში გოლი არ გაუშვა.
“ტოტენჰემი” ფინალის ზედიზედ მეექვსე მონაწილე დებიუტანტია, რომელიც დამარცხდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მსაჯმა პირველად არც ერთი ფეხბურთელი არ გააფრთხილა.
მადრიდი. “ვანდა მეტროპოლიტანო”. 55 212 მაყურებელი
ლივერპული – ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 სლაჰი (2, პენ), 2:0 ორიგი (88)
ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი (მილნერი 62), მანე (გომესი 89), სალაჰი, ფირმინო (ორიგი 58).
ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, სისოკო (დაიერი 74), უინკსი (მოურა 66), ერიკსენი, ალი (ლორენტე 82), სონი, კეინი.