ლობჟანიძე დანიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

0
40

საფეხბურთო კლუბ ”რანდერსის” ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციას დანიის სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მაისის თვეში 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ დანიის რეგულარული ჩემპიონატისა და ფლეი-ოფის შეხვედრების ჩათვლით 36 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი დანიის ჩემპიონატში მეორე სეზონს ატარებს. დიდი ალბათობით ზაფხულში ”რანდერსი” ლობჟანიძეს უფრო მაღალი დონის გუნდში გაუშვებს.

”რანდერსის” ქართველი ლიდერი ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან და დანიასთან შეხვედრებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. აღნიშნული მატჩები შესაბამისად 7 და 11 ივნისს გაიმართება.