მერებაშვილის მნიშვნელოვანი გოლი და ქომაგთათვის სასიამოვნო ჟესტი

0
29
პოლონეთის “ექსტრაკლასას” ბოლოსწინა ტურის წინ გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა გიორგი მერებაშვილის პლოცკის “ვისლა” და ქართველი შემტევის მიერ გატანილმა ულამაზესმა გოლმა, ფაქტობრივად, დადებითად გადაუწყვიტა “ექსტრაკლასაში” დარჩენის საკითხი. ახლა “ვისლას” უკვე გავარდნილ “ზაგლებიე სოსნოვეცთან” აქვს შინ სათამაშო და ქულაც ჰყოფნის მიზნის მისაღწევად.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი მერებაშვილმა პლოცკური გუნდის შემადგენლობაში სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ გულშემატკივრებისთვის ძალიან დასაფასებელი მერებაშვილის ჟესტი იყო – გოლის გატანის შემდეგ “ვისლას” გულშემატკივრებთან მიირბინა და ყურადღება პლოცკური კლუბის გერბზე გააკეთა, რითიც აჩვენა კლუბის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. როგორც wyborcza.pl-ის ჟურნალისტი აღნიშნავდა, მერებაშვილს ეს პირველად არ გაუკეთებია და ამიტომაც “ვისლას” გულშემატკივრები მას ძალიან აფასებენ.