კატალონიის „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადაბირებითაა დაინტერესებული. 26 წლის ფეხბურთელი უმაყოფილოა, რომ „წითელმა ეშმეკებმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხეს და „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებას აქტიურად განიხილავს.
ბოლო პერიოდში უცხოური გამოცემები იუწყებოდნენ, რომ პოგბას შეძენა მადრიდის „რეალს“ სურდა. Tuttosport-ის ინფორმაციით კი ფრანგი სუპერვარსკლავისთვის ბრძოლაში „ბლაუგრანაც“ ჩაერთო. „ბარსელონა“ მეგა-წინადადებას ამზადებს და აპირებს “მანჩესტერს” პოგბას სანაცვლოდ 130 მილიონი ფუნტი შესთავაზოს.
იტალიური გამოცემის ცნობით „ბარსას“ მესვეურები საჭირო ფინანსების მოსაძიებლად ივან რაკიტიჩის გასხვისებასაც არ გამორიცხავენ.
პოგბა „ოლდ ტრაფორდზე“ თავს ცუდად რომ გრძნობს, ახალი ამბავი არაა. ზაფხულში „წითელი ეშმაკები“ შემადგენლობის გადახალისებას გეგმავენ და თუ ბრიტანულ გამოცემებს დავუჯერებთ, მზად არიან პოგბას შეელიონ.