,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, პრემიერლიგის ბოლო, 38-ე ტურში ,,ბრაიტონთან” 4:1 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო.
30 წლის ფორვარდმა ინგლისის ჩემპიონატში 164-ე გოლი გაიტანა (239 მატჩში). შედეგად არგენტინელმა რობი ფაულერს (163) გადაუსწრო და პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა.
პირველ ადგილს ალან შირერი იკავებს, რომლის ანგარიშზეც 260 გოლია.