,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრემიერლიგის განვლილი სეზონი შეაჯამა:
,,ლივერპულს უნდა მივულოცოთ და მადლობა ვუთხრათ იმისათვის, რომ სტიმული მოგვცა ჩვენი სტანდარტები გაგვეზარდა.ეს დაუჯერებელია, 98 ქულა მოვაგროვეთ და ჩემპიონები ზედიზედ ორჯერ გავხდით. იმისათვის, რომ ტიტული მოგვეპოვებინა ზედიზედ 14 მატჩის მოგება დაგვჭირდა, ერთი ქულის დაკარგვის უფლებაც კი არ გვქონდა.
ეს იყო ყველაზე რთულად მოპოვებული ტიტული ჩემს კარიერაში”, – გვარდიოლას სიტყვები BBC-ს მოჰყავს.
,,მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგა 98 ქულით მოიგო, ,,ქალაქელებმა” მეორეადგილოსან ,,ლივერპულს” ქულით აჯობეს.