ბულაშვილის 21 ქულა

0
32

ლუკა ბულაშვილის მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთის რანგით მე-4 დივიზიონში. ქართველი ლეგიონერი EBA ლიგის A-B ჯგუფში, კლუბ “კულერედოში” ასპარეზობს, რომელმაც გასულ ტურში “როსალია” 87:42 გაანადგურა.

ბულაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 8-დან 4 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ლეგიონერს აქტივში 4 მოხსნა, 8 პასი და 5 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – ერთადერთი დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი. შედეგად, ლუკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ამერიკელ ტრევინ ვუდსს ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულას 11 მოხსნა წაამატა.

“კულერედოს” 11 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 თებერვალს, სტუმრად, აუტსაიდერ “ლეკლერკთან” ჩაატარებს.