NCAA-ს Big 10 კონფერენციაში გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა” “რატჯერსი” ოვერტაიმში 99:94 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 35 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტის ისტორიაში პირველკურსელთა შორის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.
ახალგაზრდა მოთამაშემ 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და დეონ ტომასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1990 წელს 34 ქულა აიღო.
35 ქულის გარდა გიორგის ანგარიშზე 7 მოხსნა, და ერთი პასი, ჩაჭრა და დაფარებაა.
“დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე” – ასე გამოეხმაურა “ილიონოისის” Twitter-ი გიორგი ბეჟანიშვილის საოცარ შედეგს.
“ილინოისმა” ზედიზედ მესამედ მოიგო და 14 თებერვალს “ოჰაიო სტეიტს” ესტუმრება.