ბელგიაში, ფეხბურთის გულშემატკივრებმა ეროვნული ჩემპიონატის წლის სიმბოლური გუნდი აარჩიეს.
მარცხენა ფლანგის შემტევის პოზიციაზე 76 პროცენთით პირველ ადგილზე “გენტისა” და საქართველოს ნაკრების 19 წლის მოთამაშე, გიორგი ჩაკვეტაძე გავიდა. ქართველის კონკურენტები ლეანდრო ტროსარდი (“გენკი”), არნო დანუმა (“ბრიუგე”), ნანა ამპომა (“ბევერენი”) და მუსა ჯენეპო (“სტანდარდი”) იყვნენ.
ჩაკვეტაძემ კონკურენტებს დიდი უპირატესობით გაასწრო – მეორე ადგილზე გასულმა ტროსარდიმ (“გენკი”) ხმების 15 პროცენტი მიიღო.