ლობჟანიძემ თურქეთში საგოლე გადაცემების რაოდენობა გაზარდა

0
46

„ჰათაისფორმა“, რომლის შემადგენლობაში საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში სტუმრად ქულა „გაზიანთეფთან“ აიღო.
მასპინძლები მატჩის მე-5 წუთზე მაქსიმმა დააწინაურა, ხოლო 15 წუთში კოკერმა გოლი თავის კარში გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. 30-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ ელ კააბიმ სტუმრები დააწინაურა. „გაზიანთეფმა“ ქულა 79-ე წუთზე მაქსიმის წყალობით გაათანაბრა. ლობჟანიძე ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. „ჰათაისფორი“ 43 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.