კვარაცხელიას საგოლე პასი და სამი ქულა გროზნოში

0
56

ყაზანის “რუბინმა”, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში სტუმრად 3 ქულა გროზნოს “ახმატთან” აიღო.
მასპინძლები მე-3 წუთზე უტკინმა დააწინაურა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 50-ე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე პასი ბელარუს ლეგიონერ ლისაკოვიჩს გაუკეთა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი 71-ე წუთზე შეცვალეს. “რუბინმა” გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაიტანა და მისი ავტორი დანიელი დრეიერი აღმოჩნდა. “რუბინს” 25 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.