„ნიუკასლ ჯეთსი“, რომელშიც ბექა მიქელთაძე გამოდის ავსტრალიის უმაღლესი დივიზიონის მე-15 ტურში სტუმრად გათამაშების ლიდერ „მელბურნ სიტის“ შეხვდა და უქულოდ დარჩა. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად როგორც ანგარიშიდან ჩანს მოედანი უგოლოდ დატოვა. ის ავსტრალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 9 შეხვედრაში 7 გოლი (3 პენალტიდან) გაიტანა, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მიქელთაძე მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირებში მეორეა და „მელბურნ სიტის“ ფორვარდ მაკლარენს ჩამორჩება, რომელმაც ანგარიში გასულ მატჩში პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე გახსნა. ლეკიემ 52-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა, ხოლო ჯენკინსონმა სტუმართა კარი მესამედ 64-ე წუთზე აიღო.
„ნიუკასლს ჯეთსი“ 11 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.





