გიორბელიძემ ერთთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

0
49

გურამ გიორბელიძემ დრეზდენის „დინამოს“ შემადგენლობაში ერთთვია პაუზის შემდეგ ითამაშა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში დრეზდენელები სახლში „ჰაიდენჰაიმს“ შეხვდნენ და ქულა აიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი სასტარტოში არც ამჯერად იყო და თამაშშში 29-ე წუთზე ტრავმირებული ლიოვეს ნაცვლად ჩაერთო. ის მიმდინარე სეზონის წინ „დინამოში“ ავსტრიის „ვოლფსბერგერმა“ გაანათხოვრა, მაგრამ თამაში იშვიათად უწევს – 9 მატჩი ჩაატარა, ხოლო სასტარტოში ერთხელ მოხვდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 55-ე წუთზე ანგარიში შიმერმა გახსნა, ხოლო ოთხ წუთში დეფემერმა საპასუხო ბურთი პენალტიდან გაიტანა. „დრეზდენელები“ 26 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე არიან.