ებრალიძის მესამე გოლი კვიპროსის ჩემპიონატში

0
60

ავთო ებრალიძე, რომელიც კვიპროსში სადებიუტო სეზონს ატარებს „დოქსას“ მაისურით მესამე გოლი გაიტანა. უმაღლესი დივიზიონის მე-16 ტურის გამოტოვებულ მატჩში „დოქსამ“ „პაფოსი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22-ე წუთზე მეტოქის მცველის მიერ მოგერიებული ბურთი საჯარიმოში გარედან უძლიერესი დარტყმით მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში გაახვია. მან შეუცვლელად ითამაშა. სტუმრებიდან ანგარიში 74-ე წუთზე პალასიოსმა გაათანაბრა. ებრალიძე ამ სეზონში „დოქსას“ რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და თავი 3-ჯერ გამოიჩინა. დოქსელები 19 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზე არიან.