საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „ლამია“ სტუმრად ათენის „პანათინაიკოსს“ შეხვდა და 0:2 წააგო. ნახევარმცველი ნიკა ნინუა და გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ფორვარდი ბაჩანა არაბული თადარიგში იყვნენ.
არაბული თამაშში მე-19 წუთზე ტრავმირებული ტურონეს ნაცვლად ჩაერთო, ხოლო ნინუამ 78-ე წუთიდან ითამაშა. მან მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი იჯარით თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისში“ გაატარა, ხოლო ზამთარში პაოკმა ლამიაში გაანათხოვრა. „პანათინაიკოსმა“ იოანიდისის დუბლით მოიგო, რომელმაც სტუმართა კარი მე-3 და 82-ე წუთებზე აიღო. „ლამია“ 18 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.





