მამარდაშვილი ისევ სასტარტოში, “ვალენსიამ” ზედიზედ მესამედ წააგო

0
75

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიაში” თავისი მე-7 შეხვედრა ჩაატარა. მე-20 ტურში ვალენსიელები გასვლაზე გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ “ალავესს” დაუპირისპირდნენ და ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სასტარტოში იყო და თამაშში თავიდანვე ჩაერთო, როდესაც სტუმართა მცველების შეცდომის შემდეგ მასპინძლების ფეხბურთელმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია.
“ალავესმა” კუთხური ჩააწოდა და ბასკი მოთამაშის თავურის შემდეგ მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში ბურთი მოიგერია, თუმცა მცველები ვერ დაეხმარნენ და ლოუმმა გოლი გაიტანა. ტაიმი ხოსე ბორდალასის შეგირდების მარცხით დასრულდა.
მეორე ნახევარში შეცვლაზე შესულმა ბრაიან ხილმა მეტოქის საჯარიმოში იაქტიურა და ბურთი ხელში ჯეისონს მოხვდა – მთავარმა მსაჯმა პენალტი რეფერის ვიდეოასისტენტზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა. თერთმეტმეტიანი პორტუგალიელმა გონსალო გედეშმა ზუსტად შეასრულა – 1:1.
მატჩის 76-ე წუთზე მუსამ თავის საჯარიმოში ლაგუარდია წააქცია და არბირტმა ამჯერად “ვალენსიას” კარში დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც  ხოსელუმ გამოიყენა – 2:1. ამის შემდეგ სტუმრები ქულის გადარჩენას შეეცადნენ და ბოლო წუთზე სტანდარტული მდგომარეობის შესრულების დროს თანაგუნდელების დასახმარებლად მოწინააღმდეგის საჯარიმოში მამარდაშვილიც ჩავიდა, მაგრამ ამაოდ.  “ალავესმა” ნოემბრის შემდეგ პირველი შეხვედრა მოიგო. “ვალენსია” 30 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.