ვოლკოვი აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალშია

0
32

„ზირე“, რომელშიც დავით ვოლკოვი გამოდის, აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის ნახევარფინალში გავიდა. ქართველი ფორვარდის გუნდმს 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში შინ „საბაჰი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად 3:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ვოლკოვმა ორივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს გოლი არ გაუტანია. ის 10 გოლით მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.