მარტვილის “მერანი” თურქეთში მოემზადება

0
94

მარტვილის “მერანი”, რომელიც გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოსახვედრად იბრძოდა დ პლეი-ოფში ორმატჩიან დაპირისპირებაში ქუთაისის “ტორპედოსთან” დამარცხდა, ახალი სეზონის წინ მოსამზადებლად თურქეთში გაემგზავრა.
მარტვილელთა მთავარ მწვრთნელ ცოტნე მონიავას განკარგულებაში შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები იქნებიან:
მეკარეები: გორდულავა, მიქაია, ქაჯაია.
მცველები: მელიავა, ბიბილაშვილი, აფაქიძე, გაგოშიძე, გეგია, ჩალაძე, თოდუა, ნანავა, გეგჭკორი.
ნახევარმცველები: სიხარულია, ფონიავა, წოწონავა, შალამბერიძე, წულაია, ჯღამაია, ფაცაცია, კიკაბიძე, ლომთაძე.
თავდამსხმელები: მუზაშვილი, ქანთარია.
თურქულ შეკრებაზე ძირითად გუნდთან ერთად მოემზადება “მერანი 2”-ის 4 ფეხბურთელი: დათო თოდუა, დიმიტრი ნანავა, გიორგი გეგეჭკორი და საბა ქაჯაია.