„ლოკომოტივის“ გოლკიპერი “ვალვაიკში”, აბუსერიძეც წავიდა

0
91

თბილისის „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემშვიდობა. კლუბიდან ნიდერლანდელი მეკარე მარკ სპენკელინკი წავიდა, რომელმაც გასულ სეზონში თბილისელთა მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა. ის კარიერას “ვალვაიკში” განაგრძობს, რომელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
მის გარდა „ლოკომოტივიდან“ მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძეც წავიდა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს თბილისის „დინამოში“ და ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშობდა, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ არაერთ ქართულ კლუბსა და საქართველოს ნაკრებში უმუშავია.