ხვალ, 1 თებერვალს დედაქალაქური “საბურთალო” თურქეთში პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს – მეტოქე რუმინეთის ლიგა-2-ის ბინადარი “ჰერმანშტადი” იქნება, რომელიც გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და მომავალში უძლიერესთა რიგებში თამაში სურს. მატჩი ქალაქ ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეს – გუნდი ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა კლუბში ირიცხებიან იაპონელი, განელი, ნიდერლანდელი და ხორვატი ფეხბურთელები.





