მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მიაჩნია, რომ სუპერლიგა მომაკვდავი ღია პროექტია, რომელმაც მომაკვდავი ფეხბურთი უნდა გადაარჩინოს.
„სუპერლიგა დახურული კი არა, ღია პროექტია. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ ეს ლიგა გაიყიდოს. მაგალითად, „სევილია“ და „ვილიარეალი“ თავის ადგილს მიიღებდნენ.
საფეხბურთო აუდიტორია მცირდება და ჩვენ უნდა დავიწყოთ პროექტი კლუბებთან რომელსაც ყველაზე მეტი გულშემატკივრები ჰყავს. „რომას“ თამაში ისეთი მიმზიდველი არაა, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედის“.
ფეხბურთი აუდიტორიას კარგავს და მისი მიმზიდველობა მცირდება. ტელეტრანსლიაციების ფასი იკლებს და ეს პრობლემაა. ახლა ცდილობენ ყველა დააკმაყოფილონ და ამიტომ, თამაში ნაკლებად მიმზიდველი ხდება.
სუპერლიგაში არიან კლუბები, რომელთაც ყველაზე მეტი გულშემატკივრები ჰყავთ. როდესაც ფული არაა, ფეხბურთი კვდება.
უეფამ უფრო საინტერესო ტურნირების შექმნაზე უნდა იფიქროს. ფეხბურთი კვდება, ის ახალგაზრდებს აღარ იზიდავს და აუდიტორია მიდის. არაფერს თუ არ ვიღონებთ. ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება“ – იუწყება პერესის ნათქვამს ესპანური გამოცემა Marca.




