ქალთა თასის გათამაშებაში გუნდები დაწყვილდნენ

0
28

25 ივნისს, საქართველოს ქალთა თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის პროცესი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ წარმართეს. მასში მონაწილეობას ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის 16 გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ​

  • დიდგორი – ქარიშხალა
  • მართვე – ნორჩი დინამო
  • ივერია – ნიკე
  • დინამო სოხუმი – კვარტალი
  • ზარზმა – კოლხეთი ხობი
  • ლანჩხუთი – ბათუმი
  • რაჭა 2020 – ფენიქსი
  • ბახტრიონი – გორი იუნაიტედი

საქართველოს ქალთა თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.