დიდიე დეშამის თქმით, იცოდა რომ მისი მოთამაშეები გერმანიის ძლიერ ნაკრებთან დასაპირისპირებლად მზად იყვნენ.
საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ზე გერმანელებთან 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა:
„საუცხოო მატჩი ჩავატარეთ ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან. ვიცოდი, რომ ჩემი მოთამაშეები შეხვედრისთვის მზად იყვნენ, ამ დაპირისპირებისთვის ძალა აღმოაჩნდებოდათ და ასეც მოხდა.
ახლოს ვიყავით მეორე გოლის გატანასთან, რომელიც უფრო დაგვამშვიდებდა, მაგრამ მის გარეშეც მეორე ტაიმში არ გაგვჭირვებია. მატჩი ინტენსიური გამოვიდა, მაღალი დონისა და ნიჭიერი მოთამაშეების შესრულებით“.





