პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ბუდაპეშტში, პრესკონფერენციაზე მიტანილი კოკა კოლას ბოთლები გადადო. „დალიეთ წყალი!” – თქვა რონალდუმ და თავის წინ წყლის ბოთლი დაიდგა. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.
„ევრო2020-ზე“ რონალდუს ამ ჟესტის შემდეგ გაზიანი სასმელი გიგანტის აქციები 4 მილიარდი დოლარით, 1,6 პროცენტით გაუფასურდა. თუ რონალდუს ჟესტამდე ის 242 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ფეხბურთელის ანტირეკლამის შემდეგ 238 მილიარდამდე დაიწია.
კრიშტიანუ რონალდუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დიდი მომხრეა. თავისი ჟესტით პორტუგალიელმა ვარსკვლავმა აჩვენა, თუ რას ფიქრობს გაზიანი სასმელების შესახებ.
პორტუგალიის ნაკრებმა 15 ივნისს ბუდაპეშტში უნგრეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა. კრიშტიანუ რონალდუმ ამ თამაშში ორი გოლი გაიტანა.





