იოახიმ ლიოვი: „ფეხბურთელებს ვერ დავადანაშაულებ“

0
5

იოახიმ ლიოვს თავისი მოთამაშეებთან პრეტენზია არ აქვს, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის თაობაზე ევრო-2020-ზე საფრანგეთან 0:1 წაგებული შეხვედრის მერე ისაუბრა:

„მართლაც დაძაბული მატჩი გამოვიდა, რომელშიც ბოლომდე ვიბრძოლეთ. მოთამაშეებს ვერ დავადანაშაულებ, რომ არ ეცადნენ. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

მატჩში იყო მონაკვეთები, როდესაც მეტოქის კარზე ზეწოლის გაძლიერება შეგვეძლო, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ვერ შევქმენით“.