ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში ლონდონის „ტოტენჰემმა“ თავის მოედანზე „შეფილდ იუნაიტედი“ 4:0 დაამარცხა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში ჰეთ-თრიქი უელსელმა ფორვარდმა გარეთ ბეილმა შეასრულა.
მან „შეფილდ იუნაიტედთან“ დაპირისპირებამდე, ბოლოს ერთ მატჩში 3 გოლი 2018 წლის 19 დეკემბერს „რეალის“ შემადგენლობაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში „კაშიმა ანთლერსთან“ გაიტანა.
აღშანიშნავია, რომ გუშინდლამდე ბეილი ევროპულ გუნდთან ჰეთ-თრიქით ბოლოს 2016 წლის იანვარში ესპანეთის ლა ლიგაში „დეპორტივოსთან“ გამოირჩა.
უელსის ნაკრების კაპიტნის პრემიერ ლიგურ კარიერაში ეს მეორე ჰეთ-თრიქი. მანამდე, მან თავი 2012 წელს „ასტონ ვილასთან“ თამაშის დროს გამოიჩინა.





